"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვისას სომეხთა გენოციდის საკითხის წამოწევას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ჯონდი ბაღათურიას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა. ბაღათურიას განცხადებას უკმაყოფილებით საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილიც გამოეხმაურა.
სხდომათა დარბაზიც მცირე დროით დატოვა, აზერ სულეიმანოვმა, თუმცა მოგვიანებით ისევ დაბრუნდა.
ბაღათურია პლენარულ სხდომაზე დაინტერესდა, ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ხომ არ იქნებოდა სომხების მიმართ უსამართლო.
ბაღათურიას კითხვას დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება "მექანიკური და შეუძლებელია".