რუსთავის № 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადატვირთულობის პრობლემა მოხსნილია.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ რუსთავის № 2 დაწესებულების მსჯავრდებულთა ნაწილი ქუთაისის ახლადგარემონტებულ № 2 საპყრობილეში გადაიყვანა.
რუსთავის № 2 დაწესებულებაში გადატვირთულობა 2009 წლის 19 აპრილს ქალთა დაწსებულებაში მომხდარმა ბუნტმა გამოიწვია. მსჯავრდებულების განეიტრალების მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მსჯავრდებული ქალები რუსთავის № 1, ხოლო იქ მყოფი მამაკაცი მსჯავრდებულები № 2 დაწესებულებაში გადაანაწილა, რამაც გადატვირთულობის პრობლემა შექმნა.
ქუთაისის ახლადგარემონტებული დაწესებულება, რომელიც 1900 მსჯავრდებულზეა გათვლილი, ეტაპობრივად შეივსება და პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.
მსჯავრდებულთა ოჯახებისთვის ტრანპორტირებისა და სხვა დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ახალ დაწესებულებაში სასჯელს ძირითადად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მსჯავრდებულები მოიხდიან.
რუსთავის მე-2 საპყრობილეში გადატვირთულობის პრობლემის დროულად მოგვარების რეკომენდაციით სახალხო დამცველის აპარატმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მიმართა.