"ქართული პარტიის" ლიდერი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება და არაფრის გამო აჟიოტაჟს ტეხენ.
"არავისთან ლანძღვაში შეჯიბრებას არ ვაპირებ. მე ჰაერზე არაფერს არ ვამბობ. უბრალოდ არ არის სწორი, როდესაც არაფრის გამო აჟიოტაჟს ტეხავენ", - განაცხადა სუბარმა.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარის ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაკეთებული განცხადების თანახმად, "ალიანსი საქართველოსთვის", 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რუსეთთან გარიგებაში იყო.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერთან, დავით უსუფაშვილთან გამართულ დებატებზე აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიუნხენში შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, იყო დაგეგმილი და წინ უძღოდა სხვა შეხვედრები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
"ქართული პარტიის" ლიდერის ბრალდება პოლიტიკოსებს შორის მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უსუფაშვილმა სუბარს ნაძირალა უწოდა.