დღეს, 18 ოქტომბერს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე მიუსაფარ ბავშვთა სახლების ხელმძღვანელებს შეხვდება.
როგორც" ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ბავშვთა სახლების პრობლემებს გაეცნობა.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ თბილისის 5 ბავშვთა სახლს სატყეო ფონდის ტყეებში რეინჯერების მიერ მოკრეფილი ერთი ტონა კაკალი საჩუქრად გადასცა. მსგავსი აქცია ჩატარდა მოხუცთა პანსიონატ "სავანე"-შიც.
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სამინისტრო ჰუმანიტარულ ღონისძიებებს საქართველოს რეგიონებშიც გააგრძელებს.