საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერის მიწვევით ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, კოლეგა უწყებებს შორის, მაღლი რანგის ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, ასევე ქართული დელეგაციის წევრები მოინახულებენ უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და საპოლიციო დანაყოფებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს