ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიასაშუალებების წინააღმდეგ ფართომასთაბიანი მანიფესტაციები ეწყობა.
მომიტინგეები გავლენიანი ტელეკომპანიებისა და გაზეთების ოფისების პიკეტირებას ახდენენ. ამერიკელების პროტესტი, როგორც თავად აცხადებენ, "მედიის მიერ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის არაობიექტურად გაშუქებას" უაკვშირდება.
აქციის "ახლა თქვენ ჩვენი გესმით?!" მონაწილეები, უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მედია მხარს უჭერს და ფაქტობრივად ეთანხმება აშშ-ის ადმინისტრაციის ქმედებებს, რომელიც კოლოსალურ თანხებს ხარჯავს ბანკირებისა და ბიზნესმენების დასახმარებლად, მაშინ როდესაც "უბრალო ამერიკელები კარგავენ სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობა არ აქვთ, გადაიხადონ იპოთეკური კრედიტები".
"ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც შეურაცხყოფილნი არიან პრეზიდენტ ობამასა და კონგრესის ქმედებებით, დასასახული აქვთ ახალი მიზანი, მოაწყონ აქციები დიდი მედიასაშუალებების რედაქციებთან, რათა პროტესტი დუღდეს 30 უდიდესი მედიაოფისის კარებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით", - ნათქვამია საპროტესტო მანიფესტაციების " ერთ-ერთი კოორდინატორის (Fax DC) განცხადებაში.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს "სი-ენ-ენის", "ენ-ბი-სის", "ეი-ბი-სის", "სი-ბი-ესის" ოფისებთან, ასევე იგეგმება მათი გამართვა Los Angeles Times და New York Times ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებთან.
აქციებს არ ჰყავს ერთი კოორდინატორი და მომიტინგეები პიკეტირების მოსაწყობად ინტერნეტს იყენებენ.
უმუშევრობამ აშშ-ში შემოდგომაზე რეკორდულ დონეს, 9,7 პროცენტს მიაღწია და ამერიკელი ექსპერტების ვარაუდით, ეს არ არის ზღვრული ბარიერი.
აშშ-ის ადმიისტრაცია აღიარებს, რომ მას არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობები, რათა წინააღმნდეგო გაუწიოს უმუშვერობის ზრდას, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს ვითათრების გასაუმკჯობესებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური სახის მასობრივ აქციებს აშშ-ში "ჩაის სმის მოძრაობას" (Tea Party Movement) უწოდებენ "ბოსტონის ჩაის სმის" ანალოგიის მიხედვით. 1773 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ გააუქმა გადასახადები კოლონიებში ჩაის შეტანაზე. ამერიკელმა კოლონისტებმა მიიჩნიეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მღებულ იქნა ეკონომიკს გასანადგურებლად. ორგანიზაცია "თავისუფლების შვილების" რამდენიმე წევრმა მოახერხა ბოსტონის პორტში ჩამომდგარი ინგლისური გემზე ასვლა და ზღვაში გადაყარა მასზე მოთავსებული ჩაის პარტია.