დღეს, 18 ოქტომბერს თბილისში "არტისტერიუმი" დასრულდება. "არტისტერიუმის" ფარგლებში დაგეგმილ გამოფენასა და სხვადასხვა ღონისძიებაში ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანელი ხელოვანი რუთ კლაქსტონი იღებდა მონაწილეობას, რომელმაც "ქარვასლაში" ნახატები და კედლის ქანდაკებები გამოფინა.
რუთ კლაქსტონმა გეგმავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში კურატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამართა პრეზენტაცია, რომლის თემა იყო "თვითორგანიზაცია, კულტურა, სადაც ხელოვანებს წამყვანი ადგილი უკავიათ და პერიფერია: ხელოვანთა განვითარების მიზნით შემუშავებული სტრატეგია ბრიტანეთში".
ასევე გაიმართა ბრიტანელი ხელოვანის შეხვედრა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან და ქართველ კოლეგებთან.
რუთ კლაქსტონმა დაამთავრა ლონდონის ხელოვნების სამეფო კოლეჯი. გარდა მრავალი პერსონალური გამოფენისა იგი მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
რუთ კლაქსტონი არის დირექტორი ეგრეთ წოდებული "ისთსაიდ პროექტისა", რომელიც 2008 წლის სექტემბერში დაიწყო. ეს არის საზოგადოებრივ საწყისებზე არსებული გალერეა ბირმინგემში.
კლაქსტონს იმედი აქვს, არტისტერიუმის ფარგლებში გამარტული ღონისძიებები და შეხვედრები ქართველ ხელოვანებთან შესაძლებლობას განავითაროს კონტაქტები და ხელი შეუწყოს ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც მომავალში სათავეს დაუდებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას და სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამებს.
შეგახსენებთ, რომ "არტისტერიუმი" 8 ოქტომბერს დაიწყო და ათი დღე გაგრძელდა.