2009 წლის 20 აგვისტოს ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სავარაუდოდ, დღეს, 18 ოქტომბერს, გახდება ცნობილი.
ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საჩივრების შემსწავლელი კომისია შედეგებს 17 ოქტომბერს გამოაცხადებდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლადა და არჩევნების შედეგების გამოცხადების დღედ 18 ოქტომბერი დასახელდა.
ქვეყნის მომქმედმა პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ გუშინ სატელეფონ საუბარი გამართა გაერის გენერალურ მდივანთან პან გი მინთან, პაკისტანის პრეზიდენტთან, აშშ-ს სახელმწიფიმ მდივანთან და სხვა პირებთან. მისი განცხადებით სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა მოვალეა პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, ხალხის ნების გამოხატვას.
ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მისი შატარების მეორე დღესვე დადგა ეჭვის ქვეშ. Oპოზიცია და დამკვირებლები აღნიშნავდნენ, რომ გასაკუთრეებით იმ რეგიონებში სადაც მომქმედ პრეზიდენტს მხარდამმჭერები ჰყავს მოხდა მისი შედეგების ფალსიფიცირება _ გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა და გამოვლინდა სხვა დარღვევები.
საჩივრების შემსწავლელმა კომისიამ, რომელშიც ოპოზიციის წამომადგენლებიც შედიან ბიულეტენების 10% გადაითვალა და სწორედ ამ შედეგებზე დარყდნობით 18 დეკემბერს უნდა გახდეს ცნობილი არჩევენის შედეგები.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ავღანეთშის დედაქალაქში მოულოდნელად ჩავიდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და ამერიკელი სენატორი ჯონ კერი. მათი ქაბულში ჩასვლა ანალიტიკოსებმა არჩევნების შედეგების გამოცხადებას დაუკავშირეს.