დღეს, 18 ოქტომბერს, დასრულდება გამოცდების ეროვნული ცენტრის სემინარი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელიც თელავში 16 ოქტომბერს დაიწყო.
სემინარის მსველობისას გამოცდების ეროვნული ცენტრმა მედის წარმომადგენლებს ცენტრის აქტივობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიაწოდა.
სემინარის ერთ-ერთი მთავარი თემა 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაგეგმილი სიახლეების გაცნობა იყო.
ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და სხვა, მედიისთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღებეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა.