დღეს, 18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გურჯაანში ოფიციალურად გაიხსნება ძუძუს კიბოს სკრინინგის რეგიონალური პროგრამა.
გურჯაანში, სამედიცინო ცენტრში "კახეთი იონი", ძუძუს უფასო გამოკვლევები შეუძლიათ ჩაიტარონ კახეთის რეგიონში რეგისტრირებულმა, 40-დან 70 წლამდე ქალბატონებმა.
პროგრამის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან: ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ სურგულაძე, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ძუძუს კიბოს სკრინინგის რეგიონალური პროგრამა 15 ოქტომბრიდან მოქმედებს აჭარისა და იმერეთის მხარეშიც. ამ რეგიონებში რეგისტრირებულ 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს, ძუძუს უფასო გამოკვლევებს უტარებენ:
პროგრამას, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დაფინანსებით, ახორციელებს ეროვნული სკრინინგ ცენტრი და მიმდინარეობს საქართველოს პირველი ლედის სანდა რულოვსის პატრონაჟით.