დღეს, 18 ოქტომბერს, "ქართველთა ერთობის ტრაქტატს" სამების საკათედრო ტაძარში გადაიტანენ.
ტრაქტატის ასლი კი, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოში არსებულ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გადაიგზავნება.
ივერიელთა ახალ ტრაქტატზე ხელისმოწერა საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა ქართველს შეუძლია. ხელმოწერილ დოკუმენტს მომავალ წელს, ისევ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, პატრიარქი აკურთხებს.
შეგახსენებთ, რომ "ქართველთა ერთობის ახალი ტრაქტატის" მიღების ინიციატივა თავად საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორემ 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ გამართული ქადაგებისას მრევლს ტრაქტატის ხელმოწერისკენ მოუწოდა.