დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა შესრულდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ უნეტარეს იონასთან ერთად აღავლენს.
არქიმანდრიტი, ღირსი გრიგოლ ხანძთელი 759 წელს დაიბადა. იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა.
გრიგოლ ხანძთელის ბავშვობიდან სწავლის მიმართ გასაოცარ გულისხმიერებას და ნიჭიერებას ამჟღავნებდა. მოგვიანებით, ოჯახის სურვილით იგი მღვდლად აკურთხეს.
მან ეპისკოპოსად კურთხევაზე უარი განაცხადა და, სამ თანამოსაგრესთან ერთად, ქართლიდან კლარჯეთში ჩავიდა.
ოპიზის მონასტერში ორი წელი დაყო. შემდეგ კი, წმინდა მეფის აშოტ კურაპალატის შემწეობით ხანძთაში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა დაიწყო. სიცოცხლეში იგი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. წმინდა გრიგოლ ხანძთელი 861 წელს გარდაიცვალა. იგი ხანძთის მონასტრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
წმინდა მამის _ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილია ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" გიორგი მერჩულეს მიერ.