Sotheby's-ის აუქციონის სახლმა იმ ძვირფასეულობის კოლექცია გაიტანა გასაყიდად, რომელიც აშშ-ის სტრატეგიული სამსახურის სამმართველოს ჯაშუშს მარი-ალინ გრიფიტს ეკუთვნოდა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
მარი-ალინ გრაფიტი ესპანეთში მეორე მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა. იგი აშშ-ში მოდელად მუშაობდა, როცა ამერიკულმა დაზვერვამ გადაიბირა და 1943 წელს ესპანეთში გაგზავნა. მოგვიანებით მარი-ალინ გრიფიტი ესპანელ არისტოკრატს გაყვა ცოლად და გრაფინიას ტიტული მიიღო.
აუქციონზე გაიტანენ მარი-ალენ-გრიფიტის მძივები, ბრილიანტებისა და ლალის საყურეები.
ასევე, აუქციონზე გაიყიდება ძვირფასეულობა, რომელიც უინძორის ჰერცოგინია უოლის სიმპსონს ეკუთვნოდა. ყველაზე ძვირფას ნივთად ზურმუხტით გაწყობილი დიადემა ითვლება, რომელიც 10 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ასევე, 11 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, რომლის ფასიც 16 მილიონი დოლარია.
აუქციონი ჟენევაში 17 მაისს გაიმართება.