პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი არხს ააშენებს, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს ერთმანეთთან შეაერთებს. ერდოღანის თქმით, "სტამბულის არხი" 150 მეტრი სიგანისა და 25 მეტრ სიღრმის იქნება. იგი გემებით დატვირთულ ბოსფორის ბუნებრივ სრუტეს ნაწილობრივ მაინც განტვირთავს.
როგორც მოსალოდნელია, არხს სტამბულიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გათხრიან და ის 21-ე საუკუნის ყველაზე მსხვილი სამშენებლო პროექტი იქნება.
ამ დრომდე შავ და მარმარილოს ზღვებს შორის ნებისმიერი საზღვაო ოპერაცია ბოსფორის სრუტის გავლით ხორციელდებოდა. იმის გამო, რომ სრუტე გადატვირთული იყო, ზოგიერთ გემს მასში შესასვლელად რიგში დგომა უწევდა.
გარდა ამისა, სრუტეში არაერთი გემი მოძრაობდა, რის გამოც ხომალდები ზოგჯერ ერთმანეთს ეჯახებოდნენ.