მუსიკოსმა ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ მომღერალი ლედი გაგა მისი შვილის ნათლია გახდა.
„ლედი გაგა მიყვარს. ზოგიერთები ამას სიგიჟედ მიიჩნევენ, მაგრამ ეს ადამიანები მას არ იცნობენ. ჩვენ კი ლედი გაგას ვიცნობთ",_აღნიშნა ელტონ ჯონმა ამერიკულ ტელეკომპანია АВС-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ელტონ ჯონის ოჯახს გასული წლის ბოლოს ვაჟი შეემატა. ზაქარი ჯექსონ ლივონ ფერნიშ-ჯონი 2010 წლის 25 დეკებერს სუროგატმა დედამ გააჩინა. იგი ელტონ ჯონმა და მისმა პარტნიორმა, კანადელმა დიზაინერმა და რეჟისორმა დევიდ ფერნიშმა იშვილეს. წყვილმა თავისი ურთიერთობა 2005 წელს დააკანონა და მას შემდეგ ბავშვის შვილად აყვანას ცდილობდა.
ელტონ ჯონი და ლედი გაგა „გრემის" გადაცემის ცერემონიალზე 2010 წელს ერთობლივად გამოდიოდნენ. ელტონ ჯონის პარტნიორის დევიდ ფერნიშის განმარტებით, ლედი გაგა უაღრესად ტოლერანტულია.