თელავში 41 წლის დავით ბუქურაულმა თავი მოიკლა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, ბუქურაულმა გუშინ ვენები გადაიჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დახმარება აღმოუჩინეს და სახლში გაწერეს. ამის შემდეგ ბუქურაულმა ვენები კიდევ ერთხელ გადაიჭრა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მეზობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე არ საუბრობენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს.