უალიამმა და ქეითმა უკვე ჩაატარეს საქორწინო ცერემონიალის ბოლო რეპეტიცია, რომელშიც მათთან ერთად პატარძლის მშობლებმა და უილიამის უმცროსმა ძმამ, გარიმ მიიღეს მონაწილეობა.
დღევანდელ, ქორწილის წინა საღამოს პრინცი უილიამი ძმასთან და მამასთან, პრინც ჩარლზთან ერთად გაატარებს, ხოლო ქეითი და მისი ოჯახი ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში არიან დაბინავებულნი.
უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო ქორწილში მსოფლიოს 46 სამეფო ოჯახია მიპატიჟებული, რომელთათვისაც დღეს საღამოს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე სასტუმრო „მანდარილ ორიენტალში" მიღებას გამართავს. მიწვეულ სტუმრებს შორის მსოფლიოს 50 სახელმწიფოს პირველი პირიცაა.
საქორწლინო ცერემონიალის პირველ რიგს უილიამისა და ქეითის ნათესავები დაიკავებენ. უკვე ცნობილია, კონკრეტული ადგილებიც კი, ვინ სად განთავსდება - პირველ რიგს ელიზაბეტ მეორე და მისი მეუღლე ფილიპი დაიკავებენ, იქვე იქნებიან პრინცი ჩარლზი მეუღლესთან ერთად და პრინცი გარი, მათ გასწვრივ კი ქეითის მშობლები ქეროლ და მაიკლ მიდლტონები და მისი ძმა ჯეიმსი დასხდებიან.
ქორწილში 2 ათასი ადამიანია დაპატიჟებული, მათ შორის სამეფო წყვილის მეგობრები, ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები.
ქორწილის ცერემონიალის სანახავად ლონდონში 600 ათასზე მეტი ადამიანია ჩასული, ხოლო მის ტელეტრანსლაციას მსოფლიოს მაშტაბით 2 მილიარდამდე ცნობისმოყვარე ნახავს. დიდ ბრიტანეთში იმყოფება მსოფლიოს ყველა წამყავნი ტელევიზია.
საქორწინო ცერემონიალი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 14:00 საათზე) დაიწყება და საათი და 15 წუთი გასტანს, რის შემდეგაც სამეფო კორტეჟი ბუკინგემის სასახლეში გაემართება.
ხვალ ლონდონში თბილ, მაგრამ წვიმიან ამინდს ელიან. საქორწინო ცერემონიალის დროს მთელ ბრიტანეთში ქუჩების ზეიმებიც მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილი ხვალ, 29 აპრილს გაიმართება.