რასელ ქროუმ რეჟისორობა გადაწყვიტა. იგი მუშაობს ახალ ფილმზე "77", რომელშიც მთავარ როლს თავად განასახიერებს.
ფილმში, რომლის რეჟისორობას ქროუ აპირებს, მოქმედება გასული საუკუნის 70-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება. მთავარი გმირი პოლიციელია. სიუჟეტში გამოყენებული იქნება რეალური ფაქტები. კერძოდ, 1974 წელს ლოს-ანჯელესში სამართალდამცავებსა და სიმბოინისტურ არმიას შორის გამართული დაპირისპირება.
ფილმის სცენარის შექმნაში მონაწილეობდა ჯეიმს ელროი, რომელიც ადრეც თანამშრომლობდა კროუსთან ფილმში "ლოს-ანჯელესისი საიდუმლოება" ("L.A. Confidential"). ამ ფილმში მთავარი როლი სწორედ ქროუმ შეასრულა. F
ქროუს ბოლო ნამუშევარი, პოლ ჰაგისის ფილმი "სამი დღე გაქცევისთვის", გაქირავებაში 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა.