საქართველოში შიდსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთაგან ერთი ქალი, მეორე კი მამაკაცია.
ორივე შემთხვევაში პაციენტების დაღუპვის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. მათ ექიმს დაავადების ბოლო სტადიაზე მიმართეს, რის გამოც, პაციენტების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, პაციენტების გარდაცვალების მიზეზი, ყველაზე ხშირად, სწორედ დაგვიანებული დიაგნოსტიკაა. წელს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გარდაცვალების უკვე 43 შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ აპრილში შიდსის ვირუსს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკისა, სპეციალისტების განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება არ შეინიშნება.