კოსტა-რიკის ყოფილი პრეზიდენტი მიგელ როდრიგესი სასამართლომ დამნაშავედ სცნო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ როდრიგესი კორუფციაში სცნო ბრალდებულად. მას ასევე აეკრძალა სასჯელის მოხდის შემდეგ 12 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანამდებობების დაკავება.
სასამართლო პროცესისას დადასტურდა ექს-პრეზიდენტის ბრალეულობა ფრანგული კომპანია „ალკატელისგან" ქრთამის აღების შესახებ.
მიგელ როდრიგესი ქვეყანას 1998-2000 წლებში მართავდა.