CNN - ის ინფორმაციით, ლიბიის ქალაქ მისრატაზე ნატოს ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო დაბომბვას 11 მეამბოხე ემსხვერპლა. დაჭრილია ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის 2 მოწინააღმდეგეც.
როგორც თვითმხილვილები აცხადებენ, მეამბოხეები ზღვის ნაპირზე იმყოფებოდნენ, როდესაც ნატო-ს ძალებმა ისინი დაბომბეს. ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ნატო-ში არაფერი იციან და ამის შესახებ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებენ.
ნატო-მ სამხედრო ოპერაცია ლიბიაში 31 მარტს დაიწყო.