ინდოეთის ოკეანეში ჩაძირული გემის ქართველი მეზღვაურები შესაბამის ორდენის გაცემის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ
ინდოეთის ოკეანეში ჩაძირული გემის ქართველი მეზღვაურები შესაბამის ორდენის გაცემის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.
ინდოეთში საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებით, მგზავრობის ხარჯებს გემის მფლობელი კომპანია აანაზღაურებს. მეზღვაურები ამჟამად ინდოეთის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.
თურქულმა გემმა "მირაჩმა" კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც ინდოეთიდან პაკისტანის მიმართულებით მიცურავდა. ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ქართველი მეზღვაურების თქმით, მათ სამშლობლოში დაბრუნება უნდათ, თუმცა გამოძიების დასრულებამდე თურქული კომპანია მგზავრობის ხარჯებს არ ანაზღაურებს.