აშშ-ის ალაბამას შტატში ციკლონმა 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყნის სახრეთ შტატებში - არკანზასში, ალაბამაში, ტენესში ტორნადოსა და უამინდობის გამო გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ დაღუპულია სამოცზე მეტი ადამიანი.
ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სამი ატომური ელექტროსადგურის გაჩერების შესახებ.
ქარიშხალმა არკანზასში რამდენიმე სახლი დაანგრია.
გარკვეული ზიანი მიადგა არკანზასში განლაგებულ სამხედრო საჰაერო ძალების ბაზასაც.
რამდენიმე ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგორც ადგილობრი მაცხოვრებლები აცხადებენ მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი არკანზასში 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა.