"თელასის" სატრანსფორმატორო ქვესადგურში "5000" გეგმიური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, 28 აპრილს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება გორგასლის, სამასი არაგველის, გულიას, ბევრეთის, ბექა ოპიზრის, გრიშაშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.