საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მოხდა დავით გარეჯის - საბერეების სამონასტრო კომპლექსის სრული ფოტოფიქსაცია. მათი განცხადებით, ფრესკების მდგომარეობა მძიმეა.
სპეციალისტები დღეს, 28 აპრილს, მოინახულებენ საბერეების სამონასტრო კომპლექსს, სადაც მიმდინარე წელს კედლის მხატვრობის კონსერვაცია განხორცილდება.
გასვლა დაგეგმილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან 11:00 საათზე.