დღეს, 28 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქციას გამართავს.
აქციის მონაწილეები დარგავენ 300 ძირ სხვადასხვა ჯიშის წიწვოვან და ფოთლოვან მცენარეებს. აქციის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა და მაგალითის მიცემა ყველა მოქალაქისთვის.