თბილისი.28.04.11."ჯი-ეიჩ-ენი". "თელასის" ქვესადგურში "ნავთლუღი-2" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, 28 აპრილს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ისანი-სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-III-ის I, II, III, IIIა და IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილის მასივის IX და X კვარტლების (ნაწილობრივ), ხომლელის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 29 აპრილს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება ვარკეთილი-III-ის I, II, III, IIIა და IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯავახეთის V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯავახეთის ქუჩის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.