დღეს, 18 ოქტომბერს, ქართველი და ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებას ეწვევიან.
თავდაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო ინსტრუქტორები დაწესებულების ტერიტორიას დაასუფთავებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.