ფრანგი სპეციალისტები ჩრდილოეთ აფრიკაში "ალ-ქაიდას" მიერ დატყვევებული ოთხი მძევლის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ამოწმებენ.
ექსპერტიზამ ზუსტი დრო უნდა დაადგინოს, თუ როდის არის გადაღებული ვიდეოჩანაწერი.
ნიგერიაში სექტემბერში გატაცებული მძევლების კვალის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი. მათი გატაცების გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე "ალ-ქაიდამ" აიღო.
ცნობილია, რომ შვიდი ფრანგი ტერორისტებმა სექტემბერში აიყვანეს. სამი მათგანი თებერვალში გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, "ალ-ქაიდამ" ავღანეთიდან საფრანგეთის ჯარების გაყვანა არაერთგზის მოითხოვა. ამასთან, ალ-ქაიდას ლიდერი ბინ ლადენი აცხადებს, რომ საფრანგეთში მცხოვრები მუსულმანები სარკოზის ხელისუფლების მხრიდან დევნასა და უსამართლოდ მოპყრობას განიცდიან.