თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაბადების შესახებ მტკიცებულება გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სიახლის შესახებ ობამა ოფიციალურ კომენტარს უახლოეს ხანში გააკეთებს.
შეგახსენებთ, 10 აპრილს ამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 2012 წელს საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას აპირებს, კერძო დეტექტივები დაიქირავა, რათა გაერკვია, ნამდვილად დაიბადა თუ არა ბარაკ ობამა ამერიკაში.
უფრო ადრე დონალდ ტრამპმა ობამას ამერიკული წარმომავლობის შესახებ ეჭვი გამოთქვა. მისი თქმით, ობამას ამერიკაში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის ნდობა არ შეიძლება, რადგან მასზე არც ხელმოწერა და არც სერიული ნომერი არ იკითხება.
თავის მხრივ, ჰავაის შტატის მცხოვრებლები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ ობამა სწორედ მათ შტატში დაიბადა.