ჩერნობილის კატასტროფის 25 წლისთავთან დაკავშირებით კიევში მდებარე ქრისტეს აღდგომის ტაძარში ბერძენმა კათოლიკეებმა ჩერნობილის ღვთისმშობლის ხატის წინ ლიტურგია აღასრულეს.
"დაე, მთელი სამყაროს შემოქმედმა გვასწავლოს, თუ როგორ ვიყოთ პასუხისმგებელნი მის მიერ შექმნილი სამყაროს მიმართ, ღმერთმა დაგვიფაროს ეკოლოგიური ცოდვისგან, რაც მისი შექმნილის მიმართ ადამიანების ხელით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებაა და ატომური უბედურება თავიდან აგვაცილოს",_ნათქვამია ბერძენი კათოლიკების ხელმძღვანელის სვიატოსლავის მიმართვაში.
შეგახსენებთ, ჩერნობილის ღვთისმშობლის ხატი 1992 წელს ცნობილმა უკრაინელმა მხატვარმა-სიმბოლისტმა ნიკოლაი ბიდნიაკმა შექმნა. მეორე მსოფლიო ომის დროს მომავალი მხატვარი ბომბზე აფეთქდა და ორივე ხელი დაკარგა. თუმცა ნიჭიერი ახალგაზრდა კბილებში ჩადებული ფუნჯით ხატვის ტექნოლოგიას დაეუფლა. ასე შეიქმნა ჩერნობილის განთქმული ღვთისმშობელი, რომელიც მხატვარმა უკრაინის ნაციონალურ სამხატვრო მუზეუმს უსახსოვრა.