გურჯაანის რაიონში, სოფელ ვაჩნაძიანთკარში, უძველესი სამკაულები აღმოაჩინეს. უნიკალური ნივთები მე-7-13 საუკუნეებს განეკუთვნება.
ექსპონატებს ამიდასტურის ეკლესიის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საგვარეულო სამარხში მიაკვლიეს. სულ ამ ადგილზე სხვადასხვა პერიოდში 280 ექსპონატია აღმოჩენილი. ახლად აღმოჩენილი მასალა სოფლის ისტორიის მუზეუმშია გადატანილი.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ნივთების უმრავლესობა სამკაულია. მათ შორის, სპილენძის ჭურჭელი, მოჭიქული თიხის ჭურჭელი, მინის სამაჯურები, სპილენძის ჯვრები, ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულება.