„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები უმწეოთა პროგრამაში მოხვედრილ ოჯახებს სამედიცინო დაზღვევა სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებისთანავე გადაეცეთ. მაგდა ანიკაშვილმაი და გიორგი ახვლედიანმა
დღეს თემქის ბავშვთა მესამე საავადმყოფოში სოციალურად დაუცველი დაგარგულიების ოჯახი მოინახულეს.
„დაგარგულიების ოჯახი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და მათ 25 ათასი ქულა მიანიჭეს,საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო ფინანსურ დახმარებას.
ქრისტიან-დემოკრატები მოვითხოვთ, რომ ან დროულად შეიქმნას ბავშვთა დაზღვევის პოლისი ან აღნიშნულ ოჯახს რომელიმე სხვა სახელმწიფო პროგრამით დაეხმარონ"- განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
შორენა დაგარგულიას თქმით, ოჯახი სახელმწიფო დახმარებას მიმდინარე წლის იანვრიდან იღებს, თუმცა სამედიცინო დაზღვევის ამოქმედებას რეგისტრაციიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაპირდნენ.