ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი შესაძლოა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიდეს. როგორ დიასპორისა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განმარტა, აღნიშნული საკითხის შესწავლაზე მისი კომიტეტი უკვე წელიწადნახევარია რაც მუშაობს.
"საქართველოს პარლამენტს როგორც ჩერქეზი ხალხისგან, ასევე მთელ მსოფლიოში გაბნეული დიასპორისგან არაერთხელ მიმართეს, რომ ჩერქეზთა გენოციდი რუსეთის მხრიდან აღიაროს, თუმცა ეს ძალიან სენსიტიური თემაა და დეტალურ შესწავლას საჭიროებს", - აღნიშნა წიკლაურმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომიტეტი დასკვნას უახლოეს მომავალში მოამზადებს, რის შემდეგაც გადაწყდება მისი პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხი.
წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ეს, შესაძლოა, საგაზაფხულო სესიის დახურვამდეც მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ ჩერქეზების გენოციდის აღიარების საკითხთან დაკავშირებით ნუგზარ წიკლაურის დღეს, ჩერქეზული კონგრესების ქსელის წარმომადგენელმა საქართველოში ანდრო გაბისონიამ ჩერქეზული დაისპორისგან კიდევ რამდენიმე თხოვნის წერილი გადასცა.