ხვალ, 28 აპრილს, 12:00 საათზე სასტუმრო "ამბასადორში" ცენტრალური საარჩევნო კომისია, საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მთავარი თემაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული საინტერესო სამოქალაქო განათლების პროექტები სხვადასხვა ქვეყნებში.
შეხვედრას დაესწრებიან საკონსულტაციო საბჭოს წევრები - საარჩევნო საკითხებში ჩართული პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.