10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ოპოზიციური "რვიანის" მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების შეთავაზებები გაითვალისწინოს.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები კანცელარიასთან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თინა ქეიდენაუს ელოდებიან. ისინი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს პეტიციას გადასცემენ და მოითხოვენ, რომ ამერიკის შეერტებული შტატების მთავრობამ ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პროცესების დასაჩქარებლად.