"თელასის" სატრანსფორმატორო ქვესადგურში "5000" გეგმიური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 28 აპრილს 10 საათიდან 18 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: გორგასლის, სამასი არაგველის, გულიას, ბევრეთის, ბექა ოპიზრის, გრიშაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.