ალენის მასივში დაწყებული სამუშაო, რომლითაც კოსმიურ სივრცეში უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის მხრიდან სიგნალის აღმოჩენას ცდილობენ, ფინანსური საშუალებების უკმარისობის გამო შეჩერებულია. ამის შესახებ SETI-ის უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტოირმა სპეციალური წერილით აცნობა სპონსორებს.
მეცნიერები დაკვირვებას რადიოტელესკოპების საშუალებით ახორციელებდნენ.
ტელესკოპების მუშაობა 2007 წელს დაიწყო, მათი დაფინანსების მიზნით თანხა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა პოლ ალენმა გამოყო.
პროექტის მეორე მონაწილე ბერკლში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის რადიოასტრონომიული ლაბორატორია იყო. იგი ტელესკოპების მუშაობასა და არსებულ მონაცემთა შედეგებზე იყო პასუხისმგებელი.
ამ ეტაპზე SETI-ის უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები გაურკვეველია. ინსტიტუტის საიტზე ფინანსური დახმარების მოწოდებაა გამოტანილი. თუმცა შესაძლო სპონსორებმა პროექტის მხარდაჭერა ჯერჯერობით არ ისურვონ.