იაპონიის იმპერატორმა აკიხიტო მეუღლესთან ერთად პირველად ესტუმრნენ რეგიონს, რომელიც მარტში ცუნამის სტიქიის ეპიცენტრი გახდა. ამის შესახებ თავად იმპერატორის სასახლეში განაცხადეს.
მათ სიტუაციის გაცნობა ქალაქ სენდაიდან დაიწყეს. ეს ადმინისტრაციული ცენტრი პრეფექტურა მიაგის განეკუთვნება, რომელიც სტიქიამ დააზარალა. საიმპერატორო წყვილი 2 მაისს პრეფექტურა ივატეს ეწვევა, ხოლო 11 მაისს_ფუკუსიმას პრეფექტურას, სადაც ატომური რეაქტორი მდებარეობს.
მონარქის ვიზიტის პროგრამა დროებით თავშესაფრებში მცხოვრებთა პირობების შესწავლას ითვალისწინებს. დღემდე ამ თავშესაფრებს ათასობით უსახლკარო აფარებს თავს.
შეგახსენებთ, აპრილის შუა რიცხვებში იმპერატორი მეზობლად მდებარე ტიბას პროვინციას ეწვია. მაშინ 77 წლის იმპერატორმა საკუთარ მოსახლეობას მიწისძვრიდან ერთი კვირის თავზე ხალხს პირველად მიმართა.