"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურული არ არის.
როგორც ალასანიამ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუსთან შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, "რვიანი" მოლაპარაკებების შეწყვეტას არ აპირებს.
"ჩვენ ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ინფორმაციას მივაწვდით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესზე, რომელიც ჩიხში შეიყვანა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაგრამ ჩვენი აზრით, დიალოგის ჯერ კიდევ დიდი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მაისის ბოლომდ შეთანხმებებს მივაღწიოთ და ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება", - განმარტა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ თინა ქეიდენაუსა და ოპოზიციური "რვიანის" წარმომადგენლებს შორის აუდიენცია აშშ-ის საელჩოს შენობაში ამ წუთებში მიმდინარეობს.