ხე-ტყის სახერხი საამქროების ანგარიშგების მოთხოვნების დარღვევა 500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შეიდის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ანგარიშის წარმოუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში და ვადებში ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების საკონტროლო ფირნიშების შესაბამის ორგანოში წარუდგენლობა, ასევე დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 1000 ლარამდე გაიზრდება.