ტაილანდიელ მალი დუანგდის დედამიწაზე ყველაზე მაღალი მოზარდის წოდება მიეანიჭა. 19 წლის მალი დუანგდის სიმაღლე 2,82 მეტრია და 130.18 კგ-ს იწონის.
გოგონა 9 წლის იყო, როცა დედამ შეამჩნია, რომ მალი მასზე გაცილებით დაბალი ტანადობის ბავშვებთან თამაშობდა. დედა შეშინდა როცა გაიგო, რომ ისინი მალის თანატოლები და კლასელები აღმოჩნდნენ. გადაწყვიტა ექიმისთვის მიემართა. გოგონას კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა.
ექიმებიის ვარაუდით, ჰორმონების დისბალანსის შედეგად მალი მთელი ცხოვრება გაიზრდება.
გიგანტური სიმაღლის გამო, გოგონა დაკომპლექსდა, რადგან მას მუდმივად ამცირებენ და დასცინიან. ავადმყოფობა გახდა გოგონას სიბრმავის შედეგი. მალის ზრდის შესაჩერებლად ექიმებმა ინექციები დაუნიშნეს, მაგრამ დედის მტკიცებით წამლები ძალიან ძვირია და ასეთ ხარჯებს ვერ გასწევს. ამის შედეგად მალი დღემდე იზრდება. თავად მალის მუშაობა და ხელფასი უნდა, მაგრამ მას არსად ღებულობენ. ამიტომ, ცდილობს დედას დაეხმაროს. ძირითადად ის თავის 3 წლის დაზე ზრუნავს.