ბრიტანულმა საზოგადოებამ ბი-ბი-სის არხი ადამიანის რეალური სიკვდილის ამსახველი კადრების გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.
სამეცნიერო ფილმის "ადამიანის სხეულის შიგნით" ახალი სერია, რომელიც ეთერში 12 მაისს გავა, კიბოთი დასნეულებული პირის ბუნებრივი სიკვდილის კადრებს ასახავს.
კენტის საგრაფოში მდებარე საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი ჯერ კიდევ 2010 წლის ნოემბერში უკანასკნელი კადრების გადაღებაზე დათანხმდა. 84 წლის ჯერალდი 2011 წლის 1-ელ იანვარს ოჯახის გარემოცვაში დაიღუპა. ბი-ბი-სის გადამღებმა ჯგუფმა კი მომაკვდავის მთელი აღსასრული კამერით დააფიქსირა. ჯერალდი ფიქრობდა, რომ მისი აღსასრულის გადაღება საზოგადოებას სიკვდილის ბუნების გარკვევაში დაეხმარებოდა.
უფრო ადრე ბი-ბი-სიმ დაასრულა სამუშაო ფილმზე "ტერი პრატჩეტი: სიკვდილის არჩევანი", რომელიც ეთერში მიმდინარე წლის ზაფხულში გავა. პრატჩეტი არცჰაიმერის დაავადებით გარდაიცვალა და ერთ-ერთ შვეიცარიულ კლინიკაში ნარკოტიკული პრეპარატების ზემოქმედების შედეგად ნებაყოფლობითი სიკვდილის გზა აირჩია. ეს ფილმი პირველი იქნება, სადაც თვითმკვლელობა იქნება გადმოცემული.
ამ ფილმების გადაღებით ბი-ბი-სის რედაქტორები საზოგადოების მხრიდან ნეგატიურ რეაქციას ელოდნენ.