დღეს, 27 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორი როჯერ ჰენრი ვაიტი ღონისძიების - „აღმოაჩინე არმაზციხე" - გახსნაზე მთავარი მომხსენებლები იქნებიან.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის ახალ პროექტს - „აღმოაჩინე არმაზციხე" - ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად განახორცილებენ.
"აღმოაჩინე არმაზციხე" - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ერთობლივი პროექტია, რომელიც ძეგლთა დაცვისა და პოპულარიზაციის გარდა, სპეცილისტების კვალიფიკაცცის ამაღლებას გულისხმობს.
პროქტის ფარგლებში პირველი ვორქშოპი 26-30 აპრილს მცეთასა და თბილისში მიმდინარეობს.
სამი დღის განმავლობაში კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ქართველი სპეცილისტებისთვის ტრენინგს ბირმინგემის (ბრიტანეთი) უნივერსიტეტისა და აირონბრიჯის ინსტიტუტის დოქტორი როჯერ ჰენრი ვაიტი ატარებს.
ვორქშოფის მთავარი მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ სპეციალისტებს შეიმუშავონ მართვის გეგმა არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლისთვის და გაეცნონ არქეოლოგიური ძეგლების მართვის თანამედროვე მიდგომებს.