კომპანია `თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-1" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, 27 აპრილს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გამსახურდიასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, მიცკევიჩის, საბურთალოს, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის, ბურძგლას, ცაგარელის, საირმის, ხვიჩიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.