ჯორჯიის შტატის მცხოვრებმა ბეტი ისტერმა (ისტერი ინგლისურად "პასკას" ნიშნავს) Georgia Lottery ლატარეაში მილიონი დოლარი მოიგო. ლატარიამ მოგება წითელ პარასკევს გაათამაშა.
75 წლის მილიონერის თქმით, მან არა მხოლოდ ლატარიის მთავარი პრიზი მოიგო, არამედ ორი შედარებით ნაკლები გათამაშების მფლობელიც გახდა. ვნების პარასკევს ისტერმა მეორე ლატარიაში ასევე 1000 დოლარი მოიგო, რამდენიმე დღეში კი ჯილდოს სახით კიდევ ერთი ათასი დოლარი მიიღო.
ისტერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოგებული თანხის ნაწილს 14 წლის შვილიშვილს მოახმარს. დარჩენილი თანხის ბედის შესახებ კი პენსიონერი არაფერს ამბობს.