18-19 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთს ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვაშაძე ბრატისლავაში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდება. შეხვედრის ფარგლებში მინისტრები საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.
სლოვაკეთის შემდეგ კი, 20-21 ოქტომბერს დაგეგმილია ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში.
ბუდაპეშტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს უნგრეთის პრეზიდენტთან, ლასლო შოლიომთან, უნგრეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლასლო მანდურთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტერ ბალაჟთან.
გრიგოლ ვაშაძე უნგრეთში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება