იტალია და საფრანგეთი ევროკავშირისგან შენგენის ზონის შიგნით დროებითი სასაზღვრო კონტროლის აღდგენას ითხოვენ. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წერილშია ნათქვამი, რომელიც ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზუსა და ევროპის კავშირის მეთაურ ჰერმან ვან რომპეის მისამართითაა დაწერილი.
დოკუმენტში, რომელიც იტალია-საფრანგეთის სამიტის შემდეგ გაგზავნეს, აღნიშნულია, რომ აუცილებელია FRONTEX-ის სააგენტოს როლის გამყარება, რომელიც საგარეო საზღვრებზე ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა თანამშრომლობის კოორდინაციას განაპირობებს.
"შენგენის ზონის კონტროლის გაძლიერება უფრო ეფექტურ ზომებს უნდა ემყარებოდეს, რითაც ერთობლივი დისციპლინისა და გარე საზღვრების დაცვის მეტი ეფექტურობის მიღწევა შეიძლება, მათ შორის, შენგების ზონის გაფართოების გათვალისწინებითაც",_აღნიშნულია წერილში.
გარდა ამისა, ბერლუსკონისა და სარკოზის აზრით, შენგენის ზონის შიგნით სასაზღვრო კონტროლის დროებითი აღდგენის შესაძლებლობა უნდა განიხილონ, რადგან საგარეო საზღვრების მართვა "განსაკუთრებული სირთულით" ხასიათდება.