29 აპრილს თბილისს შეემატება ახალი ჯაზკლუბი, სახელწოდებით "ჯაზი საზღვრებს გარეშე". ჯაზკლუბი ჭავჭავაძის # 62-ში განთავსდება.
ჯაზის მოყვარულებს კლუბში ყოველ საღამოს ცოცხალ მუსიკას შესთავაზებენ. დღეს კი, 19:00 საათზე, ახალ კლუბში რეპეტიციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრება.