27 აპრილს, 13:00 საათზე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების პრეზენტაცია.
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების (მცხეთა, ყაზბეგის დუშეთის, თიანეთის) და აგრეთვე, ახალგორის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდები ინტერნეტსივრცეში მიმდინარე წლის მარტში განთავსდა ტესტურ რეჟიმში; უკვე რამდენიმე დღეა ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. ვებგვერდების მისამართებია: www.mtskheta.org.ge; www.kazbegi.org.ge; www.dusheti.org.ge; www.tianeti.org.ge; www.akhalgori.org.ge; ვებგვერდების სტრუქტურა `ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ~ ორგანული კანონის ახალი რედაქციის (ძალაში შევიდა 2010 წლის ივნისში) თანახმად შემუშავდა.
მათი შექმნის მიზანია თვითმართველობებსა და მოქალაქეებს შორის `მანძილის~ შემცირება. ვებგვერდების საშუალებით მოქალაქეები სწრაფად და მარტივად მიიღებენ საჯარო ინფორმაციას და გაუზიარებენ მათ მიერვე არჩეულ ხელისუფლებას საკუთარ აზრს, პრობლემებს, მოსთხოვენ ანგარიშს. მუნიციპალიტეტებს კი ვებგვერდები საშუალებას მისცემს, თავიანთი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭირვალედ წარმართონ.
მოქალაქეებსა და მათ მიერ არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმა უკვე აპრობირებულია და წარმატებით მუშაობს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში.
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციის `ადგილობრივი თვითმართველობა და თანამედროვე გამოწვევები~ მიერ `ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით~. ინიციატივა ეკუთვნის თავად მუნიციპალიტეტებს და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას.